"მანჩესტერ სიტი" გვარდიოლს 90 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, 21 წლის მცველი იოშკო გვარდიოლი "ლაიფციგიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავა.

კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ამის შესახებ ოფიციალურად მალე გამოაცხადებენ. "სიტი" ხორვატს 90 მილიონ ევროდ იყიდის და ეს ისტორიაში მცველის ყველაზე ძვირი ტრანსფერი გახდება.

ამას გარდა, გუნდები ამხანაგურ მატჩს ჩაატრებენ, რომლის შედეგად "ლაიფციგი" 1.5 მილიონს გამოიმუშავებს.

გვარდიოლი "ლაიფციგმა" ზაგრების "დინამოსგან" 2021 წელს 18 მილიონად შეიძინა. მან გასულ სეზონში ბუნდესლიგის 30 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უცებ პაპუნაშვილი მეგონა)
გიუშა
07:16 03-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული