"სიტის" ახალი მცდელობა - მანჩესტერელები პაკეტას შეძენას კვლავ შეეცდებიან

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "სიტი" "ვესტ ჰემის" ნახევარმცველის, ლუკას პაკეტას შეძენას კვლავ აპირებს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მანჩესტერელებმა ლონდონელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

რომანო წერს, რომ "ქალაქელები" "ჩაქუჩებს" ახლა უფრო გაცილებით მომხიბვლელ შეთავაზებას გაუგზავნის.

ინფორმაციისთვის, 1 წლის წინ "ვესტ ჰემმა" პაკეტა "ლიონიდან" 43 მილიონ ევროდ შეიძინა, რასაც 17 მილიონი ბონუსებით დაემატა - ეს დღემდე კლუბის რეკორდია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული