სალაჰიც საუდის არაბეთში მიდის - ეგვიპტელს სუპერშეთავაზება აქვს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ "ლივერპულის" ეგვიპტელ ვარსკვლავ მოჰამედ სალაჰს საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება აქვს.

"ალ იტიჰადი" 31 წლის ფეხბურთელს 3-წლიან კონტრაქტსა და სეზონურად 80 მილიონი ევროს გასამრჯელოს სთავაზობს.

არაბები მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ ტრანსფერისთვის 90 მილიონი ევრო გაიღონ და გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპული" გარიგებაზე თანახმაა, ნავსაყუდელის გამოცვლაზე კი უარზე არც თავად ეგვიპტელია.

სალაჰს "მერსისაიდელებთან" შრომითი ხელშეკრულება 2025 წელს ეწურება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ახლო მომავალში საუდის არაბეთის ლიგა იქნება სუპერლიგა სადაც ყველა ვარსკვლავი ითამაშებს
კინგი
22:25 25-08-2023
0
მოდი და არ გადახვიდე იწყობ ცხოვრებას...
ალბათ არც ჩვენ ვიტყოდით უარს მეგობრებო ასეთ პირობებზე)
მუჰამედიჩ
22:48 24-08-2023
1

სიახლეები პოპულარული