"ჩელსი" ღრმა კრიზისშია - პოჩეტინოს გუნდი "ნოტინგემთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის მე-4 ტურში "ჩელსიმ" "ნოტინგემ ფორესტს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე ანტონი ელანგამ გაიტანა.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, "არისტოკრატებმა" გათანაბრება ვერ მოახერხეს.

ამრიგად, მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი იწვნია. "ჩელსი" 4 ქულით მე-11 ადგილს იკავებს, ლონდონელები მომდევნო მატჩს 17 სექტემბერს "ბორნმუთის" წინააღმდეგ გამართავენ.

"ნოტინგემი" 6 ქულით მე-9 ადგილზეა, სტივ კუპერის გუნდი 18 სექტემბერს "ბარნლის" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესნენი კაი ხანი ესე იქნებიან. ვინები გაუშვეს დავინები მოიყვანეს ჯერ. ვიღაც მოისე კაისედოშო გასროლილი 133 მილიონი, შარშან 100 მილიონად ნაყიდი ჩინური პატენტი უკრაინელი, თურმე ნიჭიერი ყოფილა..ეხლა კიდე რა სასრავი ყავთ. ზიეჩი, მაუნტი, კანტე, ფელიქსი, კოვაჩიჩი და კიდე რამდენი კარგი ფეხბურთელი გაუშვეს და ,,ნიჭიერებუ'' დაიტოვეს. კი ეტყობათ რა ნიჭიერებიც არიან!
მურთო
19:51 03-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული