"ამ ბიჭს შანსი უნდა მიეცეს" - კარაგერი მუდრიკზე

AutoSharing Option
"ლივერპულის " ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა მიხაილ მუდრიკზე ისაუბრა.

"შენ იფორმებ ახალ ფეხბურთელს და ხედავ, რომ საქმე ისე არ მიდის როგორც საჭიროა. ხარ "ჩელსი", გადაიხადე 80 მილიონი ფუნტი, თუმცა ამის შემდეგ ორივე ფლანგის ვინგერების დამატებას განაგრძობ, ვფიქრობ, ამ ბიჭს შანსი უნდა მიეცეს.

მუდრიკს აქვს იმის პოტენციალი, რომ ათამაშდეს, ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ დაამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს ისეთ დროს, როცა 2 შეხვედრაში შენს პოზიციას სხვა დაიკავებს" - განაცხადა კარაგერმა.

შეგახსენებთ, მიხაილი "შახტარიდან" "ჩელსიში" იანვარში გადავიდა, პრემიერ ლიგაში ჯამში 20 შეხვედრა ჩაატარა და
გოლი ჯერ არ გაუტანია.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ღირდა 80 მილიონი??..ესე გადაეხადათ აღმოსავლეთ ევროპის ფეხბურთელში არ მახსოვს ,ფულს ათეთრებენ ომზე და კორუფციულ სქემაში ჩააბეს ჩელსი
გიო
09:06 01-10-2023
5
ბრენდზე და ლოგოზე ბევრი რამეა დამოკიდებული. შახტარი გრანდებისთვის ხელმისაწვდიმია შედარებით მოლაპარაკებების მხრივ. ბევრი კარგი ფეხბურთელი გაუყიდიათ, მაგრამ ზოგმა ვერ გაამართლა, მაგალითად ფრედმა. მთავარია კარგად შეფუთეს როგორც მზა პროდუქტი და ეს კიდე უფრო იზიდავს მყიდველს. კარგი ფულის შოვნას ისევ გააგრძელებენ,რატომაც არა. ჩვენი ბიჭებიც ამიტომ იყიდეს. საქართველო ახლა შედარებით ტრენდულია მსოფლიო ბაზარზე და ამიტომ იყიდეს იაფად, რომ მერე ძვირად გაყიდონ, თორემ ყველამ კარგად იცის როგორი ნდობა ჰქონდათ მაგ კლუბში ჩვენებს
გრიშა კაკაჩია
23:39 30-09-2023
0

სიახლეები პოპულარული