"ამ ბიჭს შანსი უნდა მიეცეს" - კარაგერი მუდრიკზე

AutoSharing Option
"ლივერპულის " ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა მიხაილ მუდრიკზე ისაუბრა.

"შენ იფორმებ ახალ ფეხბურთელს და ხედავ, რომ საქმე ისე არ მიდის როგორც საჭიროა. ხარ "ჩელსი", გადაიხადე 80 მილიონი ფუნტი, თუმცა ამის შემდეგ ორივე ფლანგის ვინგერების დამატებას განაგრძობ, ვფიქრობ, ამ ბიჭს შანსი უნდა მიეცეს.

მუდრიკს აქვს იმის პოტენციალი, რომ ათამაშდეს, ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ დაამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს ისეთ დროს, როცა 2 შეხვედრაში შენს პოზიციას სხვა დაიკავებს" - განაცხადა კარაგერმა.

შეგახსენებთ, მიხაილი "შახტარიდან" "ჩელსიში" იანვარში გადავიდა, პრემიერ ლიგაში ჯამში 20 შეხვედრა ჩაატარა და
გოლი ჯერ არ გაუტანია.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
ღირდა 80 მილიონი??..ესე გადაეხადათ აღმოსავლეთ ევროპის ფეხბურთელში არ მახსოვს ,ფულს ათეთრებენ ომზე და კორუფციულ სქემაში ჩააბეს ჩელსი
გიო
01 ოქტომბერი 2023 09:06
5
ბრენდზე და ლოგოზე ბევრი რამეა დამოკიდებული. შახტარი გრანდებისთვის ხელმისაწვდიმია შედარებით მოლაპარაკებების მხრივ. ბევრი კარგი ფეხბურთელი გაუყიდიათ, მაგრამ ზოგმა ვერ გაამართლა, მაგალითად ფრედმა. მთავარია კარგად შეფუთეს როგორც მზა პროდუქტი და ეს კიდე უფრო იზიდავს მყიდველს. კარგი ფულის შოვნას ისევ გააგრძელებენ,რატომაც არა. ჩვენი ბიჭებიც ამიტომ იყიდეს. საქართველო ახლა შედარებით ტრენდულია მსოფლიო ბაზარზე და ამიტომ იყიდეს იაფად, რომ მერე ძვირად გაყიდონ, თორემ ყველამ კარგად იცის როგორი ნდობა ჰქონდათ მაგ კლუბში ჩვენებს
გრიშა კაკაჩია
30 სექტემბერი 2023 23:39
0
რა ვიცი ამას და ზახარიანს ხვიჩას ადრიდნენ და ისეთივე დებიუტს მოელოდნენ. ამან რამოდენიმე თამაში ითამაშა იმ 100 მილიონის სანაცვლოდ და ზახარიანმა 35 წუთი ითამაშსა, 3 თამაში შეცვლაზე შეიყვანეს.
G.LA
30 სექტემბერი 2023 22:38
0
ჯერ ის იყო გასაკვირი ამაში 100 მილიონი როგორ გადაიხადეს, ვინ გააპიარა ასე ან რა გაუკეთებია 100 მილიონის!!! მაგიტომაც წყვეტს ვარსკვკავებს, ხუთ თამაშში ერთხელ რაღაცას შექმნის და აუუ ეს ვინ ყოფილაოო
მურთო
30 სექტემბერი 2023 16:28
1
ცოლი არა ყავს მუდრიკს და მიკვირს რატომ ვერ თამაშობს ფეხბურთს??!!
ქალთ მოძულე ქართველი ვაჟკაცი
30 სექტემბერი 2023 15:32
1
ცოლი არა ყავს მუდრიკს და მიკვირს რატომ ვერ თამაშობს ფეხბურთს??!!
ქალთ მოძულე ქართველი ვაჟკაცი
30 სექტემბერი 2023 13:27
0

სიახლეები პოპულარული