ოსიმენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა - ნიგერიელს პრემიერლიგაში უხმობენ

AutoSharing Option
CaughtOffside გვაუწყებს, რომ "ჩელსის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ორი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ეყოლება, რითიც შეტევის გაძლიერებას ეცდება.

ერთი ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი "ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი იქნება, მეორე კი - "ბრენტფორდის" თავდამსხმელი აივან ტოუნი.

მოგეხსენებათ, ნიგერიელ ფორვარდზე დიდი ხანია იწერება, რომ "პარტენოპეის" დატოვებს და კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს.

რაც შეეხება ტოუნის, მას უკანონო ფსონების განთავსება დაუმტკიცდა, რის გამოც დისკვალიფიცირებულია და ამ ეტაპზე ვერ თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული