80 წლის ასაკში ტერი ვენეიბზლი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 80 წლის ასაკში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი და შემდეგ უკვე მწვრთნელი ტერი ვენეიბზლი გარდაიცვალა.

ის ფეხბურთელობის დროს "ჩელსის", "ტოტენჰემის", "კრისტალ პალასისა" და ქპრ-ის ღირსებას იცავდა, მწვრთნელობის პერიოდში კი "ბარსელონას", "ტოტენჰემს", "ლიდსს", ინგლისის ნაკრებსა და არაერთ ცნობილ გუნდს ავარჯიშებდა.

1996 წელს მან სამშობლოში გამართულ მუნდიალზე ინგლისის ნაკრებს ბრინჯაოს მედლები მოუპოვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
96 წლის ინგლისის ნაკრები იყო ყველაზე სიმპათიური ინგლისის ნაკრების ისტორიაში და ჩემპიონობაც ეკუთვნოდა მაგ ტურნირზე,დასანანია რაღაც წვრილმანი უთანხმოების გამო რომ არ დარჩა ნაკრების მწვრთნელად.
sandrex
09:47 28-11-2023
0
ღმერთმა ნათელში ამყოფოს! მახსოვს მართლაც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა ინგლისი შირერის და გასკოინის ლიდერობით! ყველგან ნეპოტიზმი როგორაა, ეს როგორ უნდა დაწერო ჟურნალისტმა, 1996-ში იყო ევროპის ჩემპიონატი ინგლისში, სადაც ნახევარფინალში 11 მეტრიანების სერიაში დამარცხდნენ გერმანიასთან, ეხლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა გააფუჭა პენალი, ბრინჯაოსთვის თამაში კი ევროპის ჩემპიონატზე არასოდეს გამართულა
llcl
16:29 27-11-2023
0

სიახლეები პოპულარული