პეპ გვარდიოლა: მაქვს შეგრძნება, რომ ჩემპიონები გავხდებით

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ მის გუნდს, რომელიც ლიდერ "არსენალს" 3 ქულით ჩამორჩება, პრემიერლიგის მოგება შეუძლია.

"რეალობა ასეთია, რომ ბევრ გოლს ვუშვებთ, მაგრამ მეტოქეებს ბევრ მომენტს არ ვაქმნევინებთ და ეს კარგი ნიშანია. იმის გათვალისწინებით, როგორ ვითამაშეთ "ლივერპულთან" და "ტოტენჰემთან", მაქვს შეგრძნება, რომ ჩემპიონატს მოვიგებთ. თუმცა, ეს ყოველთვის ძნელია.

"ასტონ ვილა" კარგ ფორმაშია და რთული მატჩი გველის. ეს ადრევე ვიცოდით", - ციტირებს გვარდიოლას The Straits Times-ი.

ამ გუნდების შეხვედრა 6 დეკემბერს ბირმინგემში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული