
"წითელი ეშმაკების" თვალთახედვის არეში "ნიცას" მცველი ჟან-კლერ ტოდიბო მოექცა, რომელიც ერთი ხანობა "ბარსელონაში" ბურთაობდა.
ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად 30 მილიონი ევრო სახელდება. მიმდინარე სეზონში მან 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 ასისტი მიითვალა.