"მანჩესტერის იუნაიტედის" 10-წლიანი კრიზისი ტენ ჰაგის ბრალი არ არის" - გარი ნევილი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა გარი ნევილმა ყოფილი გუნდის შესახებ ისაუბრა. ინგლისელის თქმით, გუნდის წარუმატებლობა მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის.

"მათ ტექნიკური დირექტორიც კი არ ჰყავთ, რომელიც მთავარ მწვრთნელს მითითებებს მისცემს. ხალხი ამბობს, რომ გლეიზერები არაფერ შუაში არიან. შეიძლება ტენ ჰაგმა უკეთ უნდა იმუშაოს, თუმცა "იუნაიტედში" კრიზისი უკვე 10 წელია გრძელდება და ეს ნიდერლანდელის ბრალი არ არის", - განაცხადა ნევილმა.

შეგახსენებთ, "იუნაიტედი" 27 ქულით მე-6 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვატყობ გაიჩითება საძმო მანჩესტერში, ვინც 20 წლის შემდეგაც უკვე წასულ ჰააგს დააბრალებს კრიზისს :)))))
საბა
16:08 12-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული