"მანჩესტერ იუნაიტედს" შეიძლება სათავეში ლოპეტეგი ჩაუდგეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბაიერნთან" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, მომავალ წლამდე დაემშვიდობა ევროტურნირებს და შეიძლება მისი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გადააყენონ.

Relevo-ს ცნობით, არაა გამორიცხული, ტენ ჰაგი ესპანელმა ხულენ ლოპეტეგიმ შეცვალოს, რომელმაც "ვულვერჰემპტონი" 2023 წლის აგვისტოში კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვა.

"მანჩესტერის" ხელმძღვანელობა ლოპეტეგის კანდიდატურას პრიორიტეტულად მიიჩნევს, რამეთუ გამოცდილი სპეციალისტია, პრემიერლიგას კარგად იცნობს და ინგლისურად საუბრობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
:)))
giorgi
21:30 13-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული