"მანჩესტერ იუნაიტედში" ერიკ ტენ ჰაგის შესაძლო შემცვლელები დასახელდა

AutoSharing Option
Talksport-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედს" გუნდის მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის ორი შესაძლო შემცვლელი ჰყავს.

იმ შემთხვევაში, თუ ნიდერლანდელს დაითხოვენ, "წითელი ეშმაკები" ან გრემ პოტერის, ანდაც ხულენ ლოპეტეგის დანიშვნას შეეცდებიან.

ამ უკანასკნელის კანდიდატურას მხარს ჯიმი რეტკლაიფი უჭერს, რომელიც უახლოეს პერიოდში, დიდი ალბათობით, "იუნაიტედის" თანამეწილე გახდება.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერის" სახელს გიორგი მამარდაშვილსაც უკავშირებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული