იმ შემთხვევაში, თუ ნიდერლანდელს დაითხოვენ, "წითელი ეშმაკები" ან გრემ პოტერის, ანდაც ხულენ ლოპეტეგის დანიშვნას შეეცდებიან.
ამ უკანასკნელის კანდიდატურას მხარს ჯიმი რეტკლაიფი უჭერს, რომელიც უახლოეს პერიოდში, დიდი ალბათობით, "იუნაიტედის" თანამეწილე გახდება.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერის" სახელს გიორგი მამარდაშვილსაც უკავშირებენ.