"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთარში შესაძლოა, 5 ფეხბურთელს შეელიოს

AutoSharing Option
The Telegraph-ის ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა, 5 ფეხბურთელს შეელიოს.

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიიღო და ახლა ამის გამოსწორებას ფეხბურთელების გაყიდვით შეეცდება.

"ოლდ ტრაფორდიდან" აბარგების კანდიდატები დონი ვან დე ბეეკი, რაფა ვარანი, კაზემირო, ჯეიდონ სანჩო და ენტონი მარსიალი არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, თუ უახლოეს მომავალში შედეგები არ გამოსწორდება, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" შესაძლოა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგიც დაითხოვონ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ვიღაც რჩება?ფეხბურთსაც ტენ ჰააგი ითამაშებს?
ლუკა
19:55 15-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული