
23 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-18 ტურში, "ლივერპულისა" და "არსენალის" მატჩი 1:1 დასრულდა. "არსენალი" 40 ქულით ლიდერია, "ლივერპული" კი 1 ქულით ჩამორჩება.
"მანჩესტერის" ლეგენდამ, გარი ნევილმა, ლონდონური გუნდის უკრაინელი მცველი ოლექსანდრ ზინჩენკო გააკრიტიკა: "ზინჩენკო მოსაშორებელია, ის ტვირთია. ისეთ მეტოქესთან დაკარგა ბურთი, როგორიც სალაჰია, რაც ასეთ შეხვედრებში დაუშვებელია".
27 წლის ზინჩენკომ ამ სეზონში 23 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.