"საუკეთესო, ვისაც კი ეს ოდესმე გაუკეთებია" - გვარდიოლას ქალიშვილი მამაზე

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას ქალიშვილი მარია "ქალაქელების" მიერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მამამისი მსოფლიოს საუკეთესო მენეჯერად ცნო.

ის იედაში გამართული ფინალის შემდეგ, სადაც "სიტიმ" "ფლუმინენსე" 4:0 დაამარცხა, მოედანზე ჩავიდა და პეპთან ფოტო გადაიღო, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა:

"საუკეთესო, ვისაც კი ეს ოდესმე გაუკეთებია", - დაპოსტა მარია გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერელებმა 2023 წელს პრემიერლიგა, ასოციაციის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასიც მოიგეს

გვარდიოლას "სიტის" დამრიგებლის რანგში 16, ჯამში კი 36 ტიტული მოუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეჰ, რატომ არა ვარ სიტის ფეხბურთელი?
ფეოლა
15:47 25-12-2023
2

სიახლეები პოპულარული