გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია - სპალეტიმ მესამე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელად "მანჩესტერ სიტის" თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა დაასახელა.

მისი ხელმძღვანელობით, "ქალაქელებმა" 5 ტიტული, ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, ინგლისის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.

საუკეთესო მწვრთნელებში მეორე ადგილზე კარლო ანჩელოტი გავიდა, მესამე ადგილი კი ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა დამრიგებელმა ლუჩანო სპალეტიმ დაიკავა. ათეული ასე გამოიყურება:

1) ხოსეპ გვარდიოლა
2) კარლო ანჩელოტი
3) ლუჩანო სპალეტი
4) სიმონე ინძაგი
5) ფერნანდო დინიზი
6) მიკელ არტეტა
7) ხავი
8) ანჯელოს პოსტეკოღლუ
9) უნაი ემერი
10) იურგენ კლოპი
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხავი, ვიღაც დინიზი და პოსტეკოღლუ კლოპზე წინ არიან? ჰა,ჰა,ჰა ...
ალექსანდრე
22:04 31-12-2023
0
ხავი??? კარგით რა? ნუ გაგვაცინეთ! ბარსა რო მიყავს რეგრესისკენ მაგიტომ ათეულში?
ზურა
14:02 29-12-2023
1

სიახლეები პოპულარული