ფიფას აგენტმა იგორ კრივენკომ "ჟირონას" 26 წლის თავდამსხმელის არტიომ დოვბიკის "ჩელსიში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა, რომლის ტრანსფერით პირადად დაინტერესდა ლონდონური გუნდის მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინიო:
"ჟირონა" დოვბიკს 30 მილიონ ევროდ ან მეტად გაყიდის. ის მრავალმხრივი ფეხბურთელია, ფენომენალურად თამაშობს თავით, ფიზიკურად ძლიერია, ბევრი გოლი გაიტანა, პასის გაკეთება ეხერხება, პარტნიორებს გრძნობს და დიდი ინტელექტის მქონეა. თუ ასევე გააგრძელა, რომელიმე გრანდში გადავა".
მიმდინარე სეზონში დოვბიკმა 20 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის კატალონიურმა კლუბმა ზაფხულში "დნიპრო 1"-სგან 7.75 მილიონად შეიძინა და
ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, ახლა კი Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 28 მილიონია.