პოჩეტინოს მძიმე დროება "ჩელსიში" - ლონდონელთა მწვრთნელს ტიაგო სილვას ცოლიც დაუპირისპირდა

AutoSharing Option
პრემიერლიგაში "ჩელსიმ" მორიგი უსახური მატჩი ჩაატარა და 23-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე "ვულვზთან" 2:4 დამარცხდა.

ლონდონელთა მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს ამ შეხვედრის შემდეგ დიდი კრიტიკა დაატყდა თავს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მისი გუნდიდან გაშვება "არისტოკრატების" მცველის, ტიაგო სილვას მეუღლე იზაბელამაც მოითხოვა.

"ცვლილების დროა. თუ კიდევ დაელოდებით, გვიანი იქნება", - დაწერა იზაბელამ Twitter-ზე.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელ მწვრთნელს მეტოქე კლუბის ფანებმაც დასცინეს. ისინი "ჩელსისთან" შეხვედრის ბოლოს პოჩეტინოს უმღეროდნენ - "ხვალ დილით უკვე მოხსნილი იქნები".

ლონდონელებს მართლაც უმძიმესი პერიოდი უდგათ და პრემიერლიგის
მხოლოდ მე-11 საფეხურზე არიან. თავის მხრივ, "არისტოკრატთა" დამრიგებელმა უსახური თამაშისა და შედეგების გამო ფანებს ბოდიში მოუხადა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მუდრიკი რას შვრება??ისევ დასდევს რუს ნაშებს??
ირაკლი
14:28 05-02-2024
2
საშინელი მენეჯმენტი ყავს ამ გუნდს და პოჩეტინოც ლუზერია
beqa
13:41 05-02-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული