"ჩემი აზრით, პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება"- კარაგერი ფოდენზე

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მოთამაშე "მანჩესტერ სიტის" შემტევი ფილ ფოდენი გახდება.

"თუ ჩემპიონი "ლივერპული" გახდება, ეს ვირჯილ ვან დაიკის დამსახურება იქნება, ისე, როგორც 2020 წელს მოხდა.

"არსენალის" გაჩემპიონების შემთხვევაში, დეკლან რაისის ტრანსფერი ლონდონური კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ანუ ის იქნება შენობის უკანასკნელი ნაწილი, რომელიც "მეთოფეებს" წარმატების მიღწევაში წლების განმავლობაში აკლდათ.

თუ პრემიერლიგას "სიტი" მოიგებს, მთელი ყურადღება ფილ ფოდენისკენ გადავა, რადგან დე ბრუინმა ტრავმის გამო
ხანგრძლივი პერიოდი გამოტოვა. ჩემი აზრით, გვარდიოლას გუნდი გამოცდილების ხარჯზე მორიგი ტიტულის მოგებას მოახერხებს, ინგლისელს კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს გადასცემენ", - განაცხადა კარაგერმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გახდება. მაგათ უყვართ არატრადიციული ორიენტავიის ტიპების დაწინაურება და წახალისება.
ქ. გ.
09 მარტი 2024 15:59
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული