"მერსისაიდელებმა" ეგვიპტელის შემცვლელის ძიება აქედანვე დაიწყეს და სამი კანდიდატიც ჰყავთ. ესენი "ლევერკუზენის" წევრი ფლორიან ვირცი, "ბილბაოდან" ნიკო უილიამსი, ხოლო "ვულზვიდან" პედრო ნეტო არიან.
გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპულს" ყველაზე იაფი ნიკო უილიამსის შეძენა დაუჯდება, რომლის სატრანსფერო ღირებულებადაც 43 მილიონი ფუნტი სახელდება, თუმცა ფეხბურთელის შეძენა "ჩელსისაც" სურს.