ნდობა კლევერლის - ჩაკვეტაძეს მომავალ სეზონშიც "მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი გაწვრთნის

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" გვაუწყა, რომ ტომ კლევერლი გუნდის სრულუფლებიანი მწვრთნელი გახდა და შემდეგ სეზონშიც იგი იმუშავებს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჩვენებურის კლუბი გასულ თვეში ჩაიბარა და აქამდე დროებითი დამრიგებლის სტატუსი ჰქონდა.

მისი ხელმძღვანელობით, "უოტფორდმა" 7 შეხვედრიდან 1 მოიგო, 5 ფრე ითამაშა და 1 მარცხი განიცადა.

კლევერლიმ კარიერა გასულ ზაფხულს ტრავმების გამო დაასრულა. ის "უოტფორდის" 18-წლამდელთა გუნდის დამრიგებელი გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქართველი ფეხბურთელების უმეტესობას საზარდულის კუნთის პრობლემა რატომ აქვს იქნებ რომელიმე ექსპერტმა გვიპასუხოს და ვინც იცის ამ პრობლემის მოგვარება რატომ არ გვისახელებთ? ეს პრობლემა მოზარდ ფეხბურთელებსაც აქვთ და არ იციან სად იმკურნალონ.
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
25 აპრილი 2024 15:36
0
მთავარია, ჯანმრთელად იყოს! ჯანზე იყოს! თამაში და კლასი არ აკლია, იმედი მაქვს ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებს ევროზე. წარმატებებს გისურვებს მთელი საქართველო, გაიხარე და გაგვახარე, გიორგი!
alexandre
25 აპრილი 2024 14:07
2
დიდი იმედი მაქვს,რომ ჩაკვე,ევროპის ჩემპიონატის შემდეგ,გაცილებით ძლიერი კლუბების მოთხოვნის ზონაში აღმოჩნდება და დატოვებს,უოტფორდს.
სოსო
25 აპრილი 2024 10:49
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული