საშიშროება არ გამართლდა - რეტკლაიფის ორივე გუნდი ევროპის ლიგაზე იასპარეზებს

AutoSharing Option
The Times-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ნიცა" მომავალ წელს ევროპის ლიგაზე იასპარეზებენ. ორივე გუნდს ერთი მფლობელი, ჯიმი რეტკლაიფი ჰყავს, რომელიც "ნიცას" დიდ წილსა და "წითელი ეშმაკების" 27.7%-ს ფლობს.

ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, წარსულში ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ერთი ადამიანის მფლობელობაში მყოფ 2 გუნდს ერთსა და იმავე ტურნირზე არ უშვებდა, თუმცა Uefa რამდენიმე კვირაში ოფიციალურად დაადასტურებს, რომ რეტკლაიფის კლუბები ევროპის ლიგაზე თამაშს შეძლებენ.

იგივე წესი შეეხებათ ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ "სიტისა" და "ჟირონასაც", რომელთაც ასევე ერთი მფლობელი ჰყავთ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სადღაა სპორტი...
გიო
17:33 04-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული