ედერსონის ზღაპრული კონტრაქტის დეტალები - მეკარე საუდის არაბეთში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

AutoSharing Option
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუიჯი ლონგარის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" მეკარე ედერსონი საუდის არაბეთის კლუბ "ალ ნასრში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია.

30 წლის კიპერმა პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, რომელიც აბსოლუტურად ზღაპრულად გამოიყურება.

ბრაზილიელი 2 წლის განმავლობაში ჯამში 51 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს. არაბები ახლა მხოლოდ მანჩესტერელებს უნდა მოელაპარაკონ და სატრანსფერო თანხა შეათანხმონ.

ინფორმაციისთვის, ედერსონმა "სიტიში" 6-ჯერ შეძლო პრემიერლიგის მოგება. ის ასევე გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეეჰ მამარდა ცოტა უკეთესად თამაშობდეს ფეხით მან. სიტი წამოთ არ დაფიქრედებოდა მაგ ფასში
ზაკო
21:11 05-07-2024
0
ჰოდა იყიდონ მამარდა.
მერე?
19:20 05-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული