33 წლის ბელგიელმა და მისმა ახალმა გუნდმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. ახლა მანჩესტერელები არაბულ მხარესთან სატრანსფერო თანხაზე უნდა შეთანხმდნენ.
დე ბრუინს "სიტისთან" მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მის სატრანსფერო ღირებულებად 50 მილიონი ევრო სახელდება.
გასულ სეზონში მან ჯამში "ქალაქელთა" ფორმა 26 შეხვედრაში მოირგო, სადაც 6 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.