"ჩელსი" 22 წლის მეკარის შეძენასთანაა ახლოს და ამით ლონდონურ გუნდში მამარდაშვილის ტრანსფერი გამოირიცხება

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ჩელსის" "ვილიარეალის" 22 წლის მეკარე ფილიპ იორგენსენის შეძენა სურს და ესპანურ გუნდთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.

ლონდონელები მზად არიან, ახალგაზრდა კარის დარაჯის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გაიღონ. "სტემფორდ ბრიჯზე" გადაბარგებით დაინტერესებული თავად "ყვითელი წყალქვეშა ნავის" კიპერიცაა.

ჩვენთვის ეს ყოველივე განსაკუთრებით საინტერესო კიდევ იმითაა, რომ "ჩელსის" "ვალენსიასა" და საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილის სახელსაც უკავშირებდნენ, თუმცა, თუ ზემოთ აღნიშნული გარიგება შედგა, ჩვენებურის გადაბარგება "სტემფორდ ბრიჯზე" შეუძლებელი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მე აფერს არ ვაფრიალებ თავად ვალენსია არ ყიდის 40-ზე ნაკლებათ, თორემ მე თანახმა არ თუნდაც ტყუილად გაუშვას.დ
ILOს
23:45 24-07-2024
0
კეპა არიზაბალაგა არის ჩელსის საკუთრება რად უნდათ მეკარე?..მაგრამ ნოიერი უკვე დაბერდა ბევრ შეცდომას უშვებს ჯობია ბაიერნმა იყიდოს თუ უნდა რამის მიღწევა თან ფინალი მიუნხენშია
გიო
18:43 24-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული