"მანჩესტერ იუნაიტედმა" ტუნისელი ნახევარმცველი ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ გუნდს მიჰყიდა
AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარმა "ბარნლიმ" "მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლის ტუნისელი ნახევარმცველი ჰანიბალ მეჯბრი 9 მილიონ ევროდ შეიძინა და მას 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
"წითელი ეშმაკები" ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვიდან პროცენტსაც მიიღებს.
მეჯბრი "მანჩესტერ იუნაიტედის" წევრი 2019 წლიდანაა. ის ჯერ "ბირმინგემში", შემდეგ კი გასულ სეზონში "სევილიაში" გახლდათ განათხოვრებული.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.