მამარდაშვილს "ლივერპულში" სალაჰიც დახვდება - ეგვიპტელმა კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა

AutoSharing Option
Sky Sports-ის ინფორმაციით, "ლივერპულის" შემტევმა მოჰამედ სალაჰმა "მერსისაიდულ" გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

32 წლის ეგვიპტელს "ენფილდის" ბინადრებთან შრომითი ხელშეკრულება ამ სეზონის შემდეგ ეწურება, მაგრამ უახლოეს პერიოდში მის გაგრძელებაზე მოლაპარაკება დაიწყება.

ბოლო პერიოდში სპორტულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ სალაჰი შესაძლოა, საუდის არაბეთში გადაბარგებულიყო.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ზაფხულში "ლივერპულს" საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ვინც რაუნდა წეროს და თვითონვე იკითხოს, მამარდა საქართველოს კლდეკარია, ჩვენი ავაზაა და სადაც არ უნდა წავიდეს არსად არ შეარცხვენს საქართველოს.
ვინც წერთ რომ ქოცი გახდებაო, არავის საქმე არაა ვისკენაა, შენ რომ ნაცი ხარ, რითი სჯობიხარ სხვებს, თუ პირიქით უნდა გრცხვენოდეს ნაცობა.
მარი
16:10 28-11-2024
0
მშვენიერი ნიუსია,კარგია რომ მამარდაშვილს ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელი როგორც სალაჰია გუნდში დახვდება,ასევე იმედი მაქვსვტრენტიც და ვანდაიკიც გაახანგრძლივებენ
დემეტრე
13:41 06-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული