ინგლისში ენცოს არ დასჯიან - არგენტინელს პრემიერლიგაში სანქციები არ ელოდება

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) "ჩელსის" არგენტინელ ნახევარმცველ ენცო ფერნანდეშს არ დასჯის.

23 წლის ფეხბურთელმა კოპა ამერიკის მოგების შემდეგ არგენტინის ნაკრების ავტობუსში საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ რასისტული შეძახილები დაიწყო.

"ისინი თამაშობენ საფრანგეთში, მაგრამ ყველანი ანგოლიდან არიან. დედები ნიგერიელები არიან, მათი მამები - კამერუნელები, მაგრამ მათ პასპორტებში წერია - "ფრანგული", - სკანდირებდა ენცო.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციაში თვლიან, რომ ეს საქმე ფიფას ეკუთვნის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეტი დარდი არ ქონდათ ინგლისელებს ფრანგების გამო ვინმე დაესაჯათ :-)
ჯონდო
15:55 13-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული