ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ გარემარბი მიხაილ მუდრიკი "ჩელსის" დატოვებას არ აპირებს.
"მუდრიკი "ჩელსიდან" არსადაც არ მიდის, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია და არცერთ კლუბთან არ აწარმოებს მოლაპარაკებას. ის თავის გუნდში თამაშზეა მობილიზებული და მარესკას ხელმძღვანელობით ყველაფერი კეთდება, რათა უკეთესად ითამაშოს. არც კი ვიცი, ეს ამბავი საიდან მოიტანეს", - ციტირებს რომანოს Daily Briefing-ი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუდრიკის იჯარით აყვანა "მარსელს" სურს, რომლის მწვრთნელი "შახტარის" ყოფილი თავკაცი რობერტო დე ძერბია.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუდრიკის იჯარით აყვანა "მარსელს" სურს, რომლის მწვრთნელი "შახტარის" ყოფილი თავკაცი რობერტო დე ძერბია.
მუდრიკმა ამ სეზონში პრემიერლიგის მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.