'სრული იდიოტიზმი!' - ვან ბასტენმა ტენ ჰაგი გააკრიტიკა

AutoSharing Option
მარკო ვან ბასტენმა Ziggo Sport-ის ეთერში "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი გუნდში ცუდი ფეხბურთელების მიყვანის გამო გააკრიტიკა. 

"იმათი ახალი მოთამაშე ვნახე - უგარტე თუ ვიღაც ასეთი. თურმე 50 მილიონი გადაუხდიათ! მაშინ გავიფიქრე, "ეს როგორ შეიძლება?!"

მანჩესტერში ჩასვლის შემდეგ ტენ ჰაგს ასეთი ექვსი თუ შვიდი ტრანსფერი აქვს გაკეთებული. ეს, უბრალოდ, იდიოტიზმია, მეტი არაფერი - რამდენი ფული დახარჯა ცუდ ფეხბურთელებში. 

დაცვა? ასევე საშუალო დონის ფეხბურთელები. რაშფორდს გოლის გატანა აღარ შეუძლია. ფერნანდეში კარგი მოთამაშეა, ონანაც - კარგი მეკარე. გუნდში სხვა არავინ
ჰყავთ, ვისზეც ვიტყოდით, რომ "ძლიერი ფეხბურთელები არიან".

კაზემირო უკვე წარსულია, მხოლოდ სახელი დარჩა. გარნაჩო ნიჭიერი ბიჭია, თუმცა მნიშვნელოვანი მოთამაშე- არა. ამ გუნდში ვერავის ვპოულობ, რომ მომეწონოს," - თქვა "ოქროს ბურთის" ლაურეატმა ვეტერანმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამიტომ თვალი გაახილეთ და ფეხბურთელებს, სახელმწიფოების მდგომარეობის რანგით ნუ ზომავთ. აგერ გვყავს ვარსკვლავები კვარა, ჩაკვე, ქოჩორა, მამარდაზე როგორც იქნა მიხვდნენ რა მარგალიტია და კიდევ ბევრი, თან იაფად, შემდეგში ათმაგად გაყიდვის შანსით.
ასე რომ არჩევანი თქვენზეა ფეხბურთის მომგონებლებო! ისე იასონ კვირკველია და ბიჭებიც არ დაგავიწყდნენ.
მალხაზ ჯობავა
19:17 01-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული