საუკეთესოებში დასახელება და სრული მხარდაჭერა - რას ამბობს "ლივერპულის" მწვრთნელი ალისონზე, რომელიც შესაძლოა, მამარდაშვილის კონკურენტი გახდეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა Amazon Prime Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში მისი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

ნიდერლანდელმა სიაში "მერსისაიდელთა" 5 ფეხბურთელი შეიყვანა და ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, რომ ჩამონათვალში მოხვდა გუნდის ამჟამინდელი მეკარე ალისონი, რომლის კონკურენტიც შემდეგი სეზონიდან ჩვენი გიორგი მამარდაშვილი გახდება.

ჯერ კიდევ არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ ზაფხულს ბრაზილიელი, რომელსაც "ლივერპულთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და კიდევ 1 წლით გახანგლძრივებას ითვალისწინებს.

სლოტმა კი ალისონზე ისეთი კომენტარი გააკეთა, თუ "სელესაოს" კიპერი "ენფილდზე" დარჩება, მისი სათადარიგოთა სკამზე
გადასმა ძალიან რთული იქნება.

"ყველა მიხვდებით, რომ მეკარის პოზიციაზე ალისონს ვირჩევ, რადგან მასთან ვმუშაობ, მაგრამ ის გუნდის ასევე უმნიშვნელოვანესი წევრი იყო, როდესაც "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ალისონთან მუშაობის დაწყების მერე მივხვდი, თუ რამდენად განსაკუთრებულია. მან "ლივერპულისთვის" მთელი აქ ყოფნის პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი "სეივი" გააკეთა და ჩემთვის ამ პოზიციაზე არჩევანი ადვილია", - თქვა სლოტმა.

ინფორმაციისთვის, სლოტის ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული ჩემპიონთა ლიგაზე ასე გამოიყურება:

ალისონი, ალექსანდრ-არნოლდი, ვან დეიკი, პიკე, ფრანკ დე ბური, ბუსკეტსი, მოდრიჩი, ჯერარდი, სალაჰი, მესი, რონალდო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგრე იძახდა გვარდიოლაც აგუეროზე მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელიაო და იტირა კიდეც გაშვების დროს
ტოტტი
11:59 14-10-2024
0
არნე სლოტმა კაი გვარიანად გადააჭარბა, ჯერარდი გასაგებია, მაგრამ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულში ჩემპიონთა ლიგაზე სხვები ზედმეტი მოუვიდა? ალისონმა ბოლო ფინალი რეალთან ჩემი აზრით ცუდად ითამაშა , თუმცა მაგ ფინალიც არ იქნებოდა ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურში , ბოლო წუთზე მეტოქის საჯარიმოში რომ არ ჩასულიყო და თავური დარტყნით გამარჯვების გოლი რომ არ გაეტანა , რითაც ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუპოვა.
ბაში-ბუზუკი
17:36 14-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული