პრემიერლიგის მერვე ტურში, გასვლაზე "ლივერპულთან" წაგებულ მატჩში (1:2), "ჩელსის" განაცხდაში ვერ მოხვდა უკრაინელი გარემარბი მიხაილ მუდრიკი, რომლის შესახებ ადრე გავრცელდა ინფორმცია, რომ შეიძლება გაასხვისონ.
ინგლისური მედიის ცნობით, ლონდონურმა კლუბმა 23 წლის მუდრიკის იანვარში სხვა გუნდში განათხოვრება გადაიფიქრა და მინიმუმ ზაფხულამდე არსად არ გაუშვებს.
მუდრიკი "ჩელსიმ" 2023 წლის იანვარში "შახტარისგან" 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 66 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, ახლა კი ძირითად შემადგენლობაში ჯეიდონ სანჩოსთან კონკურენციის წაგების გამო ვერ ხვდება.