"მანჩესტერიდან" გულნატკენი და იმედგაცრუებული წამოვედი" - ვან ნისტელროიმ გულახდილად ისაუბრა

AutoSharing Option
"ლესტერის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რუდ ვან ნისტელროიმ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ძალიან გულდაწყვეტილი წამოვიდა. ნიდერლანდელმა აღნიშნა, რომ ის გუნდის ახალ დამრიგებელ რუბენ ამორიმსაც ესაუბრა და მან მოტივაციის ამაღლებაში დიდი როლი ითამაშა.

"არ დავმალავ და ვიტყვი, რომ "მანჩესტერიდან" წამოსვლის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული და გულნატკენი დავრჩი.

ერთადერთი სამსახური, რომელსაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში ვიკავებდი სწორედ ამ კლუბში იყო, რადგან იქ ადამიანებთან და ფანებთან ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა. საბოლოოდ, წამოსვლა მომოწია, მაგრამ ახალი მწვრთნელისაც მესმის.

ამორიმს როგორც მწვრთნელი მწვრთნელს და როგორც კაცი კაცს ვ
ესაუბრე, ეს დამეხმარა წინსვლასა და ახალ შესაძლებლობებზე მოლაპარაკებების დაწყებაში, რამაც, რა თქმა უნდა, ამიმაღლა განწყობა", - ციტირებს ნისტელროის Indian Express.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული