"მე მიყვარს იესო" - პრემიერ ლიგაში LGBT თემის მხარდამჭერ სამკლაურზე გაკეთებული წარწერის გამო,გუნდის კაპიტანს ჯარიმა ემუქრებოდა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურის შეხვედრები გუნდების კაპიტნებმა LGBT თემის მხარდამჭერი სამკლაურებით ჩაატარეს.

გამონაკლისი არც "კრისტალ პალასის" 24 წლის ინგლისელი მცველი მარკ გეჰი ყოფილა, თუმცა მან სამკლაურზე "მე მიყვარს იესო" დაწერა, რის გამოც ჯარიმა ემუქრებოდა.

საქმე იმაშია, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია რაიმე ფორმით თავის აღჭურვილობაზე რელიგიურ შეტყობინებებს კრძალავს.

Sky Sports წერს, რომ ასოციაციამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ახლა ფეხბურთელი ამ ეტაპზე არ დააჯარიმოს. მას მხოლოდ გაფრთხილებას მისცემენ და წესებს შეახსენებენ.

ინფორმაციისთვის, გეჰი "ჩელსის" აღზრდილია, მაგრამ 2021 წელს ის "კრისტალ პალასმა"
შეიძინა და ამ ლონდონური გუნდის ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 31 /
იესო უნდა გიყვარდეს, მაგრამ მაგ სიბინძურეზე რატო დააწერე
ჯუდო
22:19 04-12-2024
1
ესეც რა ერთი ადგილის თამაშია? რას ნიშნავს წარწერა ამ საზიზღრობაზე? ნუ გაიკეთებ და მორჩა, თორემ არც მწვადი, არც შამფური გამოდის

პ.ს. ბრიტანეთი, ამერიკა, ევროპა რაც არის მაგ მხრივ ( საერთოდ სეკულარიზმი) ვიცით
რეზო
22:05 04-12-2024
0

სიახლეები პოპულარული