"მახსოვს, "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდში ამბობდნენ, რომ ეს ტიტულები ლიონელ მესისა და სხვა ფეხბურთელების წყალობით მოვიპოვე.
ისინი თვლიდნენ, რომ ჩემი შესაძლებლობები ინგლისში უნდა დამემტკიცებინა. საბოლოოდ, ჩვენ ეს გავაკეთეთ", - ციტირებს გვარდიოლას ფაბრიციო რომანო.
შეხსენებისთვის, გვარდიოლა "სიტის" 2016 წლიდან ავარჯიშებს. მან გუნდს 6-ჯერ პრემიერ ლიგა და ასევე ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.