"არსენალის" ერთ-ერთ ლიდერს შეიძლება ნახევარი წელი მოუწიოს უქმობა

AutoSharing Option
პრემიერლიგის მეჩვიდმეტე ტურში, "კრისტალ პალასთან" მოგებულ მატჩის (5:1) 24-ე წუთზე "არსენალის" 23 წლის მარჯვენა გარემარბმა ბუკაიო საკამ მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო და ყავარჯნებით დატოვა "სელგერსტ პარკი".

"დეილი მეილის" ჟურნალისტი სამი მოკბელი იტყობინება, რომ საკას მინიმუმ 2 თვე გაუცდება, ხოლო თუ ოპერაციის გაკეთება მოუწევს, 6 თვე ვერ ითამაშებს.

საკამ ამ სეზონში ჩემპიონატის 16 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული