მანჩესტერ "სიტი" უზბეკ მცველს იმატებს

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერ "სიტი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანგული "ლანსიდან" 20 წლის უზბეკ მცველს აბდუკოდირ ჰუსეინოვს დაიმატებს.

მოლაპარაკებები მხარეებს შორის უკვე დასკვნით ფაზაშია და ფეხბურთელს მანჩესტერში კონტრაქტის გასაფორმებლად უახლოეს დღეებში ელოდებიან.

ჰუსეინოვი "ლანსის" წევრი 2023 წელს გახდა, სადაც ბელარუსული "ენერგეტიკ-ბიუჯიუდან" გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ის 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და Transfermarkt მის სატრანსფერო ფასად 12 მილიონ ევროს ასახელებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული