ზამთრის პირველი შენაძენი - "მანჩესტერ იუნაიტედმა" 20 წლის დანიელი მცველის ტრანსფერი შეათანხმა

AutoSharing Option
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "ლეჩეს" 20 წლის მარჯვენა მცველი პატრიკ დორგუ კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" განაგრძობს.

"წითელი ეშმაკები" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც 7,5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

დორგუ "ლეჩეში" 2023 წლიდან ასპარეზობს და ჯამში 57 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. დანიელი "მანჩესტერისთვის" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველი შენაძენი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული