"მილანის" მორიგი პრობლემა - მენიოს დისკვალიფიკაცია მისცეს

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში "მილანი" საკუთარ მოედანზე "ლაციოსთან" 1:2 დამარცხდა. მატჩის დამატებულ დროში არბიტრმა ჯანლუკა მანგანიელომ "როსონერის" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად პედრომ გარდასახა და რომაელებმა ამ გოლის წყალობით იმარჯვეს.

"მილანის" ფეხბურთელები უკმაყოფილოები მოედანზევე იყვნენ და როგორც ჩანს, ეს ყოველივე მწვანე მინდორს გარეთაც გაგრძელდა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, "როსონერის" კიპერმა მაიკ მენიომ მსაჯის მისამართით დამამცირებელი გამონათქვამები გამოიყენა, რის გამოც 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

"ლაციოსთან" შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო "ლომბარდიელთა" მცველმა სტრაჰინია პავლოვიჩმაც და შედეგად, 8 მარტს "ლეჩესთან" შეხვედრაში მენიოსთან ერთად "მილანს" ისიც
დააკლდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული