
"წითელი ეშმაკები" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც 7,5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.
დორგუ "ლეჩეში" 2023 წლიდან ასპარეზობს და ჯამში 57 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. დანიელი "მანჩესტერისთვის" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე პირველი შენაძენი იქნება.