მარკო ასენსიო პსჟ-დან "ასტონ ვილაში" გადავიდა

AutoSharing Option
"ასტონ ვილამ" პსჟ-სგან 28 წლის ესპანელი ნახევარმცველი მარკო ასენსიო იჯარით აიყვანა.

ასენსიო პარიზულ გუნდში ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. მან მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მარკომ "რეალის" შემადგენლობაში სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, "პარი სენ ჟერმენში" 2023 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ღირებულება 20 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული