
„ლივერპული“ 70 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „არსენალს“ 16 ქულით უსწრებს (მეთოფეებს 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული) და შემდეგ შეხვედრას 12 მარტს სახლში, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან ჩაატარებს.
„ლივერპული“ პრემიერლიგის უკანასკნელ 25 ტურში დაუმარცხებელია - 18 მოგება და 7 ფრე. სლოტის გუნდი ბოლოს სექტემბერში "ნოტინგემთან" დამარცხდა.
სალაჰმა პენალტებით დუბლი შეასრულა, ბოლო 8 დაპირისპირებაში 9-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 27 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.
ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - საუთჰემპტონი 3:1
გოლები: 0:1 სმოლბონი (45+1),