დე ბრუინი საუდის არაბეთის მეორე ლიგის კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებას

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" 33 წლის ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მალე თავისუფალი აგენტი გახდება და საუდის არაბეთის მეორე ლიგის "ნეომთან" აწარმოებს მოლაპარაკებას, - იტყობინება Footmercato.

გამოცემის მტკიცებით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და შეიძლება მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ.

ამ სეზონში ბელგიელმა ყველა ტურნირზე 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა 7 საგოლე გადაცემა გააკეთა, Transfermarkt-ის მონაცემებით კი მისი ფასი 27 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული