ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "როსონერის" წარმომადგენლები კოშტას აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.
ცნობილია, რომ "ჩელსი" 28 წლის გაესპანელებულ ბრაზილიელზე იმედებს აღარ ამყარებს. თავად ფეხბურთელს "ატლეტიკოში" დაბრუნება სურს, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ მადრიდელებს FIFA-მ ფეხბურთელების ყიდვა 2018 წლის იანვრამდე აუკრძალა.
ამ ყველაფრის პარალელურად, "ბეშიქთაშის" გულშემატკივრები დიეგო კოშტას თავიანთ საყვარელ კლუბში კვლავ იწვევენ. ფეხბურთელის "ინსტაგრამის" ფოტოზე ასეთი უკვე 4 მილიონამდე მიწვევა დაფიქსირდა.
-