"ნაპოლი": სკუდეტოზე ერთი ამბავია...

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ადრე თუ გვიან მოიგებს სკუდეტოს.

"ჩვენ ვფიქრობთ სკუდეტოზე და დარწმუნებულნი ვართ, რომ როცა იქნება, მოვიგებთ იტალიის ჩემპიონატს. რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ ეს მალე მოხდება. ამასთან, ჩვენ ვთამაშობთ ჩემპიონთა ლიგაზე და მთელი ქვეყნის პრესტიჟს ვიცავთ", - თქვა დე ლაურენტისმა და იქვე დასძინა, რომ "ნაპოლი" შესანიშნავადაა დაკომპლექტებული.

"გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც მაღალი მიზნების მიღწევა შეუძლიათ და ჩვენ ამის გვჯერა. ეს მომავალმა სეზონმა უნდა გვიჩვენოს", - ამბობს დიდი კინომაგნატი, რომელსაც არ უხსენებია რაულ
ალბიოლი.

ვგულისხმობთ იმას, რომ ესპანელმა მცველმა უარი თქვა "ვალენსიაში" გადაბარგებაზე და ეს ნაბიჯი ასე ახსნა:

"რა თქმა უნდა, სასიამოვნო გრძნობა გეუფლება, როცა შინიდან გიხმობენ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ "ნაპოლის" დატოვებას არ ვაპირებ. აქ ყველაფერი ბოლომდე მომწონს და ასე მგონია, საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. რა თქმა უნდა, ჩვენ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ მომავალ სეზონში და მეც ამაზე ვარ ფოკუსირებული".

რატომღაც, სკუდეტოზე ჟურნალისტებმა ალბიოლსაც ჰკითხეს: "ჩემპიონობა? ხალხი ამაზე ძალიან ბევრს ლაპარაკობს. ცხადია, ამ მიზნის მისაღწევად უსათუოდ დაგვჭირდება თამაშის ხარისხის გაუმჯობესება. სადღაც 90 ქულის რადიუსში უნდა ვიტრიალოთ", - თქვა ალბიოლმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული