"მას შეუძლია, "ინტერისთვის" ახალი მაიკონი გახდეს. ის უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელია, ლუსიენ ფავრის ხელმძღვანელობით დიდ პროგრესს მიაღწია "ნიცაში". მან უკვე იცის, რა არის საჭირო მაღალ დონეზე სათამაშოდ. დალბერტი შესანიშნავია დაცვაში, შეტევაში თამაში კი მისი კოზირია.
დარწმუნებული ვარ, დალბერტი ისევე მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება იტალიურ ფეხბურთში, როგორიც იყო მაიკონი და ისიც იმდენივე წარმატებას მოუტანს "ინტერს". ლუჩანო სპალეტი ისეთი სტილის მწვრთნელია, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს
სპალეტის არ უყვარს ფეხბურთელის ჩარჩოებში ჩასმა და ეს პირდაპირ მისწრებაა დალბერტისთვის. მას სჭირდება ისეთი კლუბი, რომელიც ყველა თამაშში გამარჯვებისთვის იბრძოლებს და "ინტერი" სწორედ ასეთია", - აი, ასეთი ოპტიმისტია პატივცემული აგენტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"