ემანუელე ჯაკერინის იტალია არ ეთმობა, თუმცა...

AutoSharing Option
ჯერ არ არის გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა "ნაპოლიში" იტალიის ნაკრების გარემარბი ემანუელე ჯაკერინი.

ამხანაგურ შეხვედრებში ის შესანიშნავად გამოიყურება და "ბაიერნსაც" გაუტანა გოლი, თუმცა ისე ჩანს, ოფიციალურ მატჩებში ჯაკერინის თავზესაყრელად არ ექნება სათამაშო პრაქტიკა, რაკი მის პოზიციაზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ესპანელი ხოსე კალიეხონი თამაშობს.

ფეხბურთელის მომავლის თაობაზე მისმა აგენტმა ფურიო ვალკარეჯიმ ილაპარაკა. მისი თქმით, ფეხბურთელს იტალიაში დარჩენა უნდა, მაგრამ...

"ჯაკერინიმ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სასარგებლო ფეხბურთელი იყოს "ნაპოლისთვის". რამდენჯერაც ხოსე კალიეხონი დაშავდა წინა სეზონში, ჩემმა კლიენტმა ის იმდენჯერ წარმატებით შეცვალა. რა
თქმა უნდა, მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენი სათამაშო დრო ექნება ემანუელეს.

ის იტალიის ნაკრების ფეხბურთელია და არ უნდა, რომ იყოს სათადარიგოთა სკამზე. მგონი, ეს სავსებით ლოგიკურია. თუ არ გამოვიდა დარჩენა "ნაპილიში", ჯაკერინის უნდა, რომ ისევ იტალიაში იყოს და, ალბათ, ასეც იქნება. ერთადერთი, რამაც ამას შეიძლება ხელი შეუშალოს, ჩინური ინტერესია და თუ ეს კიდევ უფრო სერიოზული გახდა, შესაძლოა, სწორედ ჩინეთში წავიდეს სათამაშოდ", - თქვა აგენტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული