ლუჩანო სპალეტი: "რომას" კი არა, ტოტის ფანებმა მისტვინეს!

AutoSharing Option
გასვლით შეხვედრაში "რომას" დამარცხების (3:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა "ინტერის" დამრიგებელმა ლუჩანო სპალეტიმ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წვრთნიდა რომაულ კლუბს.

გარდა იმისა, რომ 58 წლის სპეციალისტმა თამაში შეაფასა, იქვე ახსნა ის, თუ რატომ ისმოდა მთელი შეხვედრის განმავლობაში სტვენა მისი მისამართით.

"რთული თამაში იყო და სხვანაირად ვერც იქნებოდა. ჩვენს გუნდს, რომელიც ახლა ფორმირების სტადიაშია, ძალიან სჭირდება ასეთი მატჩების მოგება. მიზნად გვქონდა, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ჩვენი შანსები და ბოლომდე შეგვენარჩუნებინა სათამაშო დისციპლინა. ეს მოვახერხეთ...

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მისტვენდნენ გულშემატკივრები, ამის მიზეზი
ერთია - ისინი თვლიან, რომ ფრანჩესკო ტოტიმ კარიერა ჩემ გამო დაასრულა. არ მესმის ასეთი მსჯელობის აზრი. მე ახლა აღარ ვარ "რომაში" და მას შეეძლო, ჩვეულებრივად გაეგრძელებინა იქ თამაში...

ვიცი, რომ ვეზიზღები ტოტის პერსონალურ გულშემატკივრებს და არა - "რომას" ფანატებს. მე მათთან დღესაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე რომაული გუნდისთვის და ეს ყველამ კარგად იცის", - თქვა სპალეტიმ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული